კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში არცერთი, ხოლო კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება

კახეთში თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოიხსნა, ხოლო 3 საკარანტინე ლოკაციაზე 87 მოქალაქე რჩება.

დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ასევე, გამოკვლეულია სოფელ ყარაჯალაში 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ყველა მათგანზე ტესტირების პასუხი უარყოფითია.

მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ლუგარის ცენტრში რეგიონიდან 241 ნიმუში გაიგზავნა და ყველა მათგანზე ტესტირების პასუხი უარყოფითია.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში დღემდე ლუგარის ცენტრში, ჯამურად, 6742 ნიმუშია გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები