„ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ დატოვა

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თანამოაზრეებთან ერთად, პარტია დატოვა. როგორც „რეგიონულ კვირასთან” ვასილ კობიაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციიდან გუნდის წასვლის მიზეზს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და პარტიის დატოვება საკადრო გადაწყვეტილებების გამო მიიღო.

„საკადრო გადაწყვეტილებებს ჩვენ არ დავეთანხმეთ. გუნდმაც მხარი დამიჭირა და დავტოვეთ პარტია. პოლიტიკურ თემასთან კავშირი არ გვაქვს”, – განაცხადა ვასილ კობიაშვილმა.

ცნობისთვის, ვასილ კობიაშვილი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩამოყალიბების დღიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები