,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ რეგიონული ტურნე ქობულეთიდან დაიწყო

,,ახალგაზრდობის სააგენტომ“ რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. შეხვედრაზე, ახალგაზრდული მიმართულების ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები და გეგმური აქტივობები განიხილეს.

,, ახალგაზრდობის სააგენტო“ მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციებისა და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას. ამ მიზნით, სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა. აღნიშნული რეფორმის ერთერთი მიმართულებაა „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ შემუშავება. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებულ დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას. ამ მიმართულებით სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით არაერთი ნაბიჯი გადადგა. უკვე დასრულდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები.

„მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ შემუშავების ფარგლებშიც სააგენტო 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები