თელავში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 233 აბიტურიენტი გამოცხადდა

თელავში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში 233 აბიტურიენტი გამოცხადდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განუცხადა, საგამოცდო პროცესმა შეფერხების გარეშე, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

„აბიტურიენტების დასწრება მაღალია. გამოცდებმა ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა, არცერთი აბიტურიენტის მხრიდან წესის დარღვევას არ ჰქონია ადგილი. გამოცდაც დროულად დაიწყო. ამასთანავე, არ გვყოლია აბიტურიენტი, რომელსაც ტემპერატურა გამოუვლინდა”, – განაცხადა ნუნუ ასათაშვილმა.

საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 9 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები