ხელვაჩაურში დედის მიერ შვილის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ნაკბენი და ცემის კვალი აღენიშნება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ამ დროისთვის, დედა დაკავებული არ არის, თუმცა ბავშვი უსაფრთხო გარემოშია და მასზე სოციალური მუშაკები ზრუნავენ.

როგორც ,,რეგიონულ კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არასრულწლოვანთან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები