ბათუმში ერთიანი ეროვნული გამოცდები რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ბათუმის საგამოცდო ცენტრებშიც ყველა აპლიკანტმა თერმოსკრინინგი გაიარა. მაღალი ტემპერატურა არცერთ მათგანს დაფიქსირებია.

როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი – ქეთევან გვარჯალაძე აღნიშნავს, ახალგაზრდებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი იმისათვის, რომ გამოცდის მსვლელობისას თავი მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ.

,,გამოცდაზე აბიტურიენტები პირბადით იყვნენ, თუმცა კონდიციონერიც ჩართული იყო და მაღალი ტემპერატურის გამო ხელი არ შეშლიათ თავიანთი ცოდნის გამოვლენაში. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მაქსიმალურად, თავი რომ კარგად ეგრძნოთ. ყველა პერსონალი შემოწმებულია“, -განაცხადა ქეთევან გვარჯალაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საგამოცდო ცენტრებში 644 აბიტურიენტია რეგისტრირებული. არ გამოცხადდა 26 აპლიკანტი.

აბიტურიენტებისთვის დღეს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები