გიორგი გახარია აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს.

“დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ, ახალგაზრდებო!

თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთერთი მნიშვნელოვანი და ახალი ეტაპი, როდესაც საკუთარ მომავალს განსაზღვრავთ.

დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევთ თავს და შეძენილ ცოდნას საუკეთესოდ გამოამჟღავნებთ.

თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები