პრემიერმინისტრის მრჩევლის თქმით, კარანტინში არასრულწლოვნების განთავსების საკითხთან დაკავშირებით დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს

“საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა კარანტინში არასრულწლოვნების  განთავსებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მხედველობაში მივიღოთ ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს, ეს არის ასაკი და სხვა კონკრეტული გარემოებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და მისაღები.

„ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალურად ყურადღებით შესწავლილი. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და მისაღები. აქვე გეტყვით იმას, რომ, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიერ დაევალა ოპერაციულ შტაბს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე გახდება საჯარო“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები