ირაკლი ჩიქოვანი: უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდგება

“უახლოეს პერიოდში აღდგება შიდა ფრენები, რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და მარტივად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომლებიც დაშორებულია დედაქალაქიდან ან მათი საცხოვრებელი ადგილებიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ შიდა ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად მიიღო.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ  შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან იქნება დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები