შსს მომსახურების სააგენტო მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს მოემსახურება

შსს მომსახურების სააგენტო 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით  მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს მოემსახურება.

“გაცნობებთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო 2020 წლის 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით დაბა მესტიის პოლიციის შენობაში დაინტერესებულ პირებს გაუწევს შემდეგ მომსახურებას:

1.სატრანსპორტო საშუალების (ავტომანქანები, მოტოციკლები, ტრაქტორები, მისაბმელები, ნახევარმისაბმელები) განბაჟება, რეგისტრაცია;

2.იარაღის (სანადირო თოფი, კარაბინი, პისტოლეტი და ა.შ.) რეგისტრაცია;

3.ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

4.მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, მართვის მოწმობების შეცვლა და დაკარგულის აღდგენა”, – ნათქვამია შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები