საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 953 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და 830 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები