ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს 4 მოქალაქე დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

გავრცელებული ვერსიით, ისინი მაშინ დაიკარგნენ, როცა ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდნენ.

გაუჩინარების ფაქტს ადასტურებს ერთერთის ოჯახის წევრიც.

“ჩემი მულია. ერთი კვირაა აფხაზეთში წავიდა. დღეს ქალაქში ვიყავი და იქ გავიგე ლუარა დაიხრჩოო. ოთხნი იყვნენო, სხვა არაფერი ვიცი. ჩვენები ეძებენ, მაგრამ არსად არ არის, არც ცოცხალი და არც მკვდარი”,- ამბობს მაია ქუხილავა.

შემთხვევა სოფელ თაგილონთან მოხდა.

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები