გარდაბნის მერის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა

გარდაბნის მერის მოადგილე, რევაზ ეგაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.ამის შესახებ რევაზ ეგაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 2 ივლისიდან გავთავისუფლდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობიდან, თუმცა
ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და მოქალაქეთა სამსახურს ვაგრძელებ სხვა მნიშვნელოვანი ახალი სამუშაო პოზიციიდან…
დიდი მადლობა ყველა კოლეგას და თანამშრომელს, წინა პერიოდში ერთობლივად გაწეული საქმიანობებისთვის…”,- წერს განცხადებაში მერის ყოფილი მოადგილე რევაზ ეგაძე.

ცნობისთვის, რევაზ ეგაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები