ჭიათურის მერი ფანცულაიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად, ე.წ 25-ის დასახლებაში, ფანცულაიას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნული ქუჩა მაღაროთა სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და პრობლემებს ჯერ კიდევ 1991 წლიდან განიცდის, როცა ძლიერმა მიწისძვრამ ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა, საიდანაც მოსახლეობის გამოსახლება მოხდა. თუმცა დღეისათვის აქ ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველა იმ საკითხზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, რაც ბევრი პრობლემის მქონე ქუჩის მცხოვრებლებს მრავალი წლის განმავლობაში აწუხებთ: ეს არის მოუწესრიგებელი გზა, წყალი და სხვა.
მოსახლეობის იმ წარმომადგენლებმა ,რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, ქუჩაზე არსებულ რთულ და დროულად მოსაგვარებელ საკითხებს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ამავდროულად, მადლიერება გამოხატეს, რომ ხელისუფლებამ გაiთვალისწინა მათი თხოვნა სპორტული ტრენაჟორის მოწყობაზე და უკმაყოფილება გამოხატეს ამ ბოლო დროს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრესაში ატეხილი ხმაურის გამო.
ქალაქის მერმა მოსახლეობას განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში აქ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და სხვა დანარჩენი პრობლემებიც ეტაპობრივად მოგვარდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები