მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მიმართვაში გუბერნატორმა ამერიკის, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყნის, მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ამერიკელ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს,
დღეს მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. როგორც ყოველთვის, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ფასდაუდებელი დახმარება გაწიეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის მათ შორის ჩვენს რეგიონშიც,რისთვისაც ამერიკელი ხალხის მადლიერები ვართ.
განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ეს დღე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და დახმარებისთვის”, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები