შუახევის მერი შუბნის ცენტრის კეთილმოწყობით სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერმა – ფრიდონ ფუტკარაძემ შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შესახებ ინფორმაცია შუახევის მერს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიაწოდა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დეტალურად გააცნო.

“პროექტი ითვალისწინებს: არსებული მოსაცდელების კეთილმოწყობას, სოფლის ცენტრში დეკორატიული სანათებისა და გარე განათების მონტაჟს, სველი წერტილის, წყლის კუთხის, არსებულ ტერიტორიაზე ლითონის ღობის მოწყობას. კეთილმოეწყობა არსებული შენობების ფასადები და დაიგება ბეტონის საფარი. განთავსდება დეკორატიული სკამები, დიდი და პატარა ნაგვის ურნები. შუბნის ბაგა-ბაღის ეზოში მოეწყობა რკინა ბეტონის კედელი. პროექტზე 74 439 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ინფრასტრუქტურული პროექტის დათვალიერების შემდეგ, ფრიდონ ფუტკარაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები