ანრი ოხანაშვილი: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეფასდება პოზიტიურად და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ შეფასდება პოზიტიურად და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად საარჩევნო გარემოსა და პროცესების შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სახელისუფლებო გუნდს სტრატეგიულ პარტნიორებთან აქვს მჭიდრო კომუნიკაცია და კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები სწორადაა დანახული და აღქმული.

„ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ ყველაფრის სწორად დანახვა და აღქმა ხდება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლის, ბატონი პომპეოს პოზიტიური დამოკიდებულება და საქართველოს შექება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის და, ასევე, მოლოდინი, რომ საარჩვენო კანონმდებლობაც მალე შეიცვლება.

დღის ბოლოს ჩვენ გვექნება საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების კიდევ უფრო დახვეწას, შშმ პირებისთვის მაქსიმალურად შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ შეუფერხებლად მიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, ჩვენ შემოგვაქვს გენდერული კვოტირება, უზრუნველვყოფთ იმას, რომ წინასარჩევნო პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და გახსნილი, ასევე, ვახდენთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების პრევენციას.

ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლებს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ უკეთესი საარჩევნო პირობები, კონკურენტული გარემო და პარტიებმა შეძლონ დად აჩვენონ საზოგადოებას თუ ვინ იმსახურებს საზოგადოების ნდობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ და ჩვენი საზოგადოების იმედი გვაქვს, ვინაიდან ის პოზიტიური ცვლილებები, რომლებსაც ვახორციელებთ, ეფუძნება საეთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ორიენტირებულია ჩვენი საზოგადოების ინტერესებზე, დაკვეთასა და მის უკეთეს ხვალინდელ დღეზე”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები