გორში ქართლის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

გორში, ქართლის ქუჩის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მერიამ 30 ივნისს ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 292 240 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

“ქუჩის სიგრძე შეადგენს 299 მეტრს. ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზებულია, შეინიშნება ორმოებიც. პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად რეაბილიტირდება ტროტუარები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. მოეწყობა ბორდიურები და ჰორიზონტალური საგზაო ნიშნებიც”, – განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები