ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი სასპორტო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ა(ა)იპ სამსახურებში ვიზიტს აგრძელებს. დავით ჩიკვაიძე  კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელ  მანანა ჩაგელიშვილთან ერთად ა(ა)იპ სასპორტო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დავით ჩიკვაიძემ თითოეულ თანამშრომელს მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის, სპორტულ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისა და იმ შედეგებისთვის, რითაც ონელმა ახალგაზრდებმა ამ ბოლო პერიოდში მრავალგზის ასახელეს მუნიციპალიტეტი, მადლობა გადაუხადა. ასევე, ისაუბრეს არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და მომავალი გეგმების შესახებ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც აღნიშნული ა(ა)იპ სასპორტო სკოლაა განთავსებული და გაეცნო არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.

დავით ჩიკვაიძე ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტსა და თანამშრომლებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები