შიდა ქართლის ამბულატორიებს სამედიცინო საშუალებები გადაეცა

შიდა ქართლის ამბულატორიებს კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო საშუალებები გადაეცა. პოსტპანდემიის პერიოდში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამჯერად, გაერო-ს განვითარების ფონდისა და ფონდის “აფხაზეთი” ინიციატივით შიდა ქართლის რეგიონის აბულატორიებისთვის სამედიცინო საშუალებები: პირბადეები, სამედიცინო ხალათები და სანიტაიზერები გადაეცათ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა პირადად მოინახულა კარალეთში მდებარე ამბულატორია, შეხვდა სამედიცინო პერსონალს და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული პაკეტები გადასცა. ასევე, გადასცა დისტანციური სიცხის საზომი აპარატიც.

რწმუნებულმა ექიმებისგან პანდემიის პერიოდში სამუშაო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო.

“დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისა და  ამ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიმართ. გაერო-ს ფონდის მიერ გადმოცემული პაკეტები რეგიონის თითოეულ ამბულატორიას გადაეცემა, რათა კიდევ უფრო უკეთ მოხდეს ვირუსის გვრცელების პრევენცია და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები