ირაკლი კობახიძე: ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა

“პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის​ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა.

„ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი 7 წელი ოპოზიციაში ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – “აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები