ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – დავით ბეგიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ფიქრია ყუშიტაშვილმა, მერიისა და საკრებულოს, ასევე, ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

1993 წლის 2 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგე ძალებმა საზღვაო დესანტი გადმოსხა. რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, ქართულმა მხარემ 300-მდე მებრძოლი დაკარგა. ამის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს და პოზიციები შეინარჩუნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები