გია ვოლსკი: კონგრესმენ მალინის მოსაზრება რადიკალურად განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რასაც აშშ საქართველოსადმი გამოხატავს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის​ საავტორო სტატია შეაფასა.

მისი თქმით, კონგრესმენის მოსაზრება რადიკალურად განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რასაც აშშ საქართველოსადმი გამოხატავს.

“კვლავ “ფრონტერას” თემაა და კვლავ ის საკითხებია წამოწეული, რაც რადიკალურად განსხვავდება და საერთოდ საწინააღმდეგო მხარეს მიდის, უპირისპირდება იმ დამოკიდებულებას, რასაც აშშ-ის სახელმწიფო გამოხატავს საქართველოსადმი, ხელისუფლებისადმი და განსხვავდება იმ დიდი მხარდაჭერისა და უპრეცედენტო თანამშრომლობის რეალობისგან, რაც დღეს გვაქვს. ევროპარლამენტარებიც კი, რომლებიც ხაზგასმით მხარდაჭერები არიან ოპოზიციის, ხაზს უსვამენ, რომ დესტრუქცია არის მიუღებელი და არასწორი ნაბიჯებია გადადგმული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – “აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები