გია ვოლსკი: სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა

“პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში მათი მმართველობის დროს იყო, ეს დრო აღარ არის”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას.

მისივე თქმით, გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას მტკიცებულებების ერთობლიობით მიიღებს.

„პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში მათი მმართველობის დროს იყო. კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებასაც, დაჭერასაც, წამებასაც, სიკვდილსაც და მათ გაპარტახებას, ქონების წართმევას ნამდვილად ისინი წყვეტდნენ ხელისუფლებაში. ეს დრო აღარ არის. სასამართლო მტკიცებულებების ერთობლიობით გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა გიორგი რურუა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი – “8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს. გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები