ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება

ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია –  შპს ,Building House ასრულებს.

“მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები