გივი მიქანაძე ყატარის ელჩს შეხვდა

​პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ ყატარის ელჩთან, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასაწყისში გივი მიქანაძემ ყატარის ელჩს გასულ წელს დოჰაში საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის მაღალ დონეზე ჩატარებისა და საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის აპარატის უფროსმა დიპლომატს პარლამენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ გატარებული ღონისძიებები შეაფასეს და დღეს არსებული ვითარება მიმოიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყატარის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები