ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა

“საქართველოში დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ 3 ინფიცირებული გვყავს, საიდანაც ერთი ინფიცირებული არის კონტაქტი, ორი კი – მძღოლი. მძღოლებთან მიმართებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დეტალური გაიდლაინი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. შესაბამისად, ხდება აღმოჩენა ამ სეგმენტში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

” საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყანას შორის, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, არის “მწვანე ქვეყნების” სიაში და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ იმ ნაბიჯებისკენ, რომ საქართველომ აღადგინოს ფრენები, პირველ ყოვლისა, იმ ქვეყნებთან, სადაც არის ყველაზე სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა”, – განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები