გორში სკვერებსა და პარკებში ერთწლოვანი ყვავილები დაირგო
დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, გორის სკვერებსა და პარკებში სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვანი ყვავილები დაირგო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან აცნობეს.
“დეკორატიულ-გამწვანებითი სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის სკვერებსა და პარკებში სეზონურად მოყვავილე, ერთწლოვან ყვავილები: ბეგონია, პეტუნია, ტაგეტესი (ბარხატი) მარადმწვანე ემონიუსი დაირგო. დეკორატიულ ქოთნებში და მრავალწლოვანი ხეების ძირში კი ნიადაგი წითელი მულჩით დაიფარა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.