ჯოზეფ ბორელი:  საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით

საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

ბორელი “ტვიტერზე” წერს, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას.

“საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყანაში უფრო დიდი პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობის მიმართულებით, მომავალი არჩევნების გათვალისწინებით. ვულოცავ ყველას! ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს გვერდში დგომას შემდგომ საარჩევნო სამზადისში”, – წერს ბორელი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები