ლინას ლინკევიჩუსი: მივესალმებით საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტში

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, აღნიშნული ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს.

“მივესალმებით საარჩევნო რეფორმის დამტკიცებას საქართველოს პარლამენტში, რომელსაც დიდხანს ელოდნენ და რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს. პროპორციული წარმომადგენლობა და პოლიტიკური მოსაზრებების შემდგომი მრავალფეროვნებისთვის კარის გახსნა არის დადებითი, წინგადადგმული ნაბიჯი არჩევნებისთვის”,-წერს ლინკევიჩუსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. კონსტიტუციურ კანონპროექტს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები