პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, თუმცა ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი
პოლონეთში, 28 ივლისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ვერცერთმა კანდიდატმა ხმების უმრავლესობა ვერ მოიპოვა, შესაბამისად, მეორე ტური 12 ივლისს ჩატარდება.
ქვეყნის ცესკო-ს მონაცემით, მეორე ტურში გადის მოქმედი პრეზიდენტი – ანჯეი დუდა, რომელმაც ხმების 45,24% მიიღო, ასევე, ოპოზიციური “სამოქალაქო კოალიციის” წარმომადგენელი, ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი. მან მხარი ამომრჩეველთა 28,92% -მა დაუჭირა.
ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრაში მოსახლეობის 63%-მა მიიღო, რაც პოლონეთის არჩევნების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მედია აღნიშნავს, რომ დუდა დიდი ხნის განმავლობაში არჩევნების ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ბოლო გამოკითხვები მიუთითებდნენ იმაზე, რომ ტშასკოვსკის შანსებიც მაღალია.