ერაყელი დეპუტატები, კოვიდ-19-ით ინფიცირების შიშით, პარლამენტის სხდომებზე დასწრებაზე უარს აცხადებენ

ერაყელი დეპუტატები პარლამენტის სხდომებზე დასწრებაზე, კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო, უარს აცხადებენ.

ამის შესახებ სააგენტო პარლამენტში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსით 30 დეპუტატია ინფიცირებული, რომელთა ნაწილი მკურნალობას აგრძელებს.

მომხდართან დაკავშირებით განიხილება გეგმა სხდომების დისტანციურ რეჟიმში გამართვის თაობაზე.

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემით, ქვეყანაში კორონავირუსის 45 402 შემთხვევაა გამოვლენილი, 1756 გარდაიცვალა, 21 112 კი განიკურნა.

ქვეყანაში “კომენდანტის საათი” მოქმედებს, შეჩერებულია შიდა და საერთაშორისო ავიამიმოსვლა, ასევე, დახურულია საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები