საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი ადამიანი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2819 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.