მამუკა მდინარაძე: უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილის უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილთან დაკავშირებულ უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე”, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედი”-ს ეთერში საუბრისას.
„აქვე მინდა ვახსენო ოპოზიციის ბინძური ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა შეკითხვა, ზოგადად რატომ ვერ აღმოფხვრა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქუჩის გარჩევები, ჩხუბები და ასე შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, რომ მისი აღმოფხვრა მარტივი არ არის და ურთულესია. მთელ მსოფლიოს აწუხებს ეს საკითხი და მისი მოგვარება ასე მარტივად არ ხდება. ეს ფრაზა გამოიტანეს ცალკე და დააწერეს ამ ნიუსს : „მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას”. ეს არის უდიდესი სპეკულაცია. ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის ტრაგედიაზე საუბრისას აგდებულად საუბრობს და ამბობს, რომ ეს ზოგადი პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები