ლიეტუვის ელჩი: საქართველო, იყავი მიზანმიმართული და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს ლიეტუვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
„ამ დღეს, 2014 წელს, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით, ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველო, იყავი მიზანმიმართული და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება“, – წერს პუოჯუნასი.