ანრი ოხანაშვილი: ამორალურია ყველაფერში ივანიშვილის ოჯახის გარევა!
„ხელისუფლებაში მოსვლის ისეთი წყურვილი აქვს „ნაცმოძრაობას”, რომ ეს „პოლიტიკური პარტია” და მისი პარტიული ტელევიზიები ტრაგედიასაც კი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ირგებს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებული ბრალდებულების მფარველად ბერა ივანიშვილი დასახელდა.
მისი თქმით, ტრაგედიის პოლიტიზირება სირცხვილია.
„ყველაფერს აქვს საზღვარი, სირცხვილია ტრაგედიის პოლიტიზირება! ხელისუფლებაში მოსვლის ისეთი წყურვილი აქვს „ნაცმოძრაობას”, რომ ეს „პოლიტიკური პარტია” და მისი პარტიული ტელევიზიები ტრაგედიასაც კი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ირგებს! ამორალურია ყველაფერში ივანიშვილის ოჯახის გარევა!” – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.