აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა 51-ე შტატის შექმნის გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს და ის ქვეყნის დედაქალაქი, ვაშინგტონი გახდება.
ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქ ვაშინგტონის სტატუსი მაღალი არ არის და ეს უსამართლობაა, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა გამოასწორონ.
“უნდა შევცვალოთ უსამართლობა, რომელიც ჩვენს დემოკრატიას ეწინააღმდეგება”, – თქვა პელოსიმ.
ქალაქი ვაშინგტონი დღეს კოლუმბიის ფედერალური ოლქის სტატუსს ატარებს და არცერთ შტატში რ შედის.
ამ მიზეზის გამო, აშშ-ის დედაქალაქის მცხოვრებლებს კონგრესში საკუთარი წარმომადგენლის არჩევა არ შეუძლიათ.