“2020 წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში”

“2020 წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გლობალურ კონკურენციასთან გამკლავება.

„ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მათ მარტივად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც უფრო და უფრო მეტი მიმართულება უნდა მოიცვას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები