თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ქალაქ მანისასთან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 4,1 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
აღინიშნება, რომ მიწისძვრა სტამბოლსა და იზმირში იგრძნობოდა.
მანისას გუბერნატორი აცხადებს, რომ ნგრევისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.