მამუკა მდინარაძე: შეთანხმება უკვე დაარღვია “ნაცმოძრაობამ” და ე.წ. “ევროპულმა საქართველომ”

“შეთანხმება “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ე.წ. “ევროპულმა საქართველომ უკვე დაარღვიეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

“შეთანხმება არის ერთნაწილიანი, შეთანხმების ეს ერთი ნაწილი მოიცავს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა მხარის ჩართულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარე მხარს დაუჭერს 120/30- ზე პრინციპს. ეს შეთანხმება უკვე დაარღვია “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ე.წ. “ევროპულმა საქართველომ”. რაც შეეხება მეორე ნაწილად წოდებულ ერთობლივ განცხადებას – ამ ერთობლივ განცხადებაში წერია ვალდებულება მართლმსაჯულებაში პოლიტიკის ჩაურევლობაზე და ზედმიწევნით შევასრულებთ ამასაც”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს დიდი წარმატება იყო. „ყველას სურს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები