ირანში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 134 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 10 130 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 2595 ახალი შემთხვევის გამოვლენა მოხერხდა, ჯამურად, 215 096 დაავადებულია.
ამასთანავე, დაავადების დამარცხება 175 103-მა პაციენტმა შეძლო.