კახა კალაძე: სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება
„ჩვენ არაფერს ვიგონებთ და პასუხები გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებითა და მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს 22:00 საათზე დაგეგმილი პირველი ვიდეოჩართვის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ყველას, ვისაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება „სიმართლის მუშტი მოხვდება ცხვირ-პირში”.
„ჩვენ არაფერს ვიგონებთ და პასუხები გვექნება თქვენივე გაკეთებულ სიუჟეტებზე არგუმენტებით, ფაქტებითა და მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ექნება. დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის „ფეიკნიუსებს” და საქართველოშიც არ უნდა დავუშვათ. ეს იქნება პერმანენტული ხასიათის, დაგროვდება თქვენი სიუჟეტები და გაეცემა ადამიანური პასუხი. მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია, რატომ არ უნდა გავცეთ პასუხები და დავტოვოთ უპასუხოდ, რაც უნდა სისულელე გააკეთოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.