უკრაინაში COVID-19-ის ტესტების უკანონოდ შეტანის მცდელობა აღკვეთეს – დაკავებულია თურქეთის მოქალაქე
უკრაინელმა მებაჟეებმა თურქეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების უკანონოდ შეტანას ცდილობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ოდესაში ბორნით სატვირთო ავტომობილი ჩავიდა. ჩხრეკის შედეგად, კოვიდ-19-ის 95 ტესტი იქნა ამოღებული.
წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე უკრაინაში ტესტების რეალიზებას გეგმავდა.
დაწყებულია გამოძიება.