უკრაინაში კორონავირუსის თითქმის ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 64 ბავშვია

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 994 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 40 008 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 64 ბავშვია, 103 კი – მედიცინის მუშაკი, 206 პირი ჰოსპიტალიზებულია.

ამასთან, გასულ 24 საათში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 1 067 ლეტალური შემთხვევაა.

გამოჯანმრთელდა სულ 17 758 პირი.

მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მედიცინის მუშაკების რიცხვი 6 346-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები