ირანში კორონავირუსის სწრაფი გავრცელებაა

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს, რომ ამ გზით ვირუსის სწრაფი გავრცელების შეჩერება მოხდეს.

“პირბადის ტარება სავალდებულო უნდა გახდეს. თუ ჩვენ ნიღბებს დახურულ სივრცეებში არ გამოვიყენებთ, ვირუსის სწრაფ გავრცელებას ვერ შევაჩერებთ”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ალირეზი რაისიმ.

24 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 133 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 6 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, უკვე მეექვსე დღეა, ირანში ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

24 ივნისის მდგომარეობით, ირანში სულ 212 501 ინფიცირებულია, 9 996 ლეტალური შემთხვევა და 172 096 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები