აშშ-ის 3 შტატში კორონავირუსის რეკორდული რიცხვი გამოვლინდა

აშშ-ის სამ შტატში: არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ასე, მაგალითად, ტეხასში ერთ დღეში 5489 ინფიცირებული გამოვლინდა, არიზონაში – 3591 ადამიანი.

გასულ კვირას  დღიური რეკორდები დაფიქსირდა ოკლაჰომაში, ფლორიდასა და ტენესიში.

რას შეეხება აშშ-ში მთლიანად არსებული სტატისტიკას – აქ 2 347 102 ინფიცირებულია, 121 225 გარდაცვლილი და 647 548 განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები