ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 ივლისამდე გახანგრძლივდა

ბულგარეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, კირილ ანანიევმა განაცხადა, ამ დრომდე დამატებითი მკაცრი ზომები მიღებული არ იქნება, მაგრამ შენარჩუნდება დღემდე არსებული.

ამასთან, მისი თქმით, სოციალური დისტანცირებისა და პირადი ჰიგიენის დაცვაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

24 ივნისის მდგომარეობით, ბულგარეთში კორონავირუსით 4 114 ადამიანია ინფიცირებული, 208გარდაცვლილია, ხოლო 2 217 – განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები