მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 ივლისამდე გახანგრძლივდა
მოდლოვაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო, 15 ივლისამდე გაახანგრძლივეს.
15 ივლისამდე ისევ აკრძალული იქნება 3 ადამიანზე მეტი შეკრება, საბავშვო და სპორტული დარბაზების გამოყენება.
63 წელს ზემოთ პირებს სახლების დატოვება “მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში” შეეძლებათ.
ასევე, აკრძალულია სხვა ტიპის ღონისძიებები.
ამასთან, მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ საგანგებო მდგომარეობაში 15 ივლისის შემდეგაც გაგრძელდეს, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება.
ბოლო 24 საათში მოლდოვაში კორონავირუსის 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, 14 714 ინფიცირებულია.