უკრაინაში კორონავირუსის 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 940 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში 39 014 ინფიცირებულია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 16 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 1 051 ლეტალური შემთხვევაა.

რაც შეეხება გაჯანმრთელებულებს – მათი რიცხვი 453-ით გაიზარდა და, ჯამურად, 17 409 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები