შსს-ს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ – ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი ესწრებოდნენ.

“აღჭურვილობა გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს უწყების წარმატებულ საქმიანობას.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ეფექტიანად ებრძოლონ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს.

ევროკავშირი მრავალი წელია, თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და სხვა”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები